შეფასება

ბაკალავრის შეფასება მოხდება მათ მიერ მთელი სემესტრის განმავლობაში მიღებული შედეგების და საგნის ცოდნის ჩვენების მიხედვით, რაც გამოხატული იქნება შეფასების შემდგომი კომპონენტებით: (კომპონენტის გასწვრივ მითითებულია მაქსიმალური ქულა)

აქტიურობა - 10
ბაკალავრს მოეთხოვება ლექცია სემინარებზე  აქტიური მონაწილეობის მიღება. შეფასებული იქნება ლექციაზე მიცემული საშინაო დავალების შესრულებაში მონაწილეობა, მსჯელობაში და განხილვებში მონაწილეობა, ლექტორთან ელექტრონული კომუნიკაცია.

·         სტუდენტი ყოველთვის მომზადებულია ლექციისთვის, წაკითხული აქვს მასალა, შესრულებული აქვს ყველა დავალება, მუდმივად ადექვატურად პასუხობს შეკითხვებს და აქტიურადაა ჩართული დისკუსიაში, მუდმვად აქტიურადაა ჩართული ელექტრონულ კომუნიკაციაში ლექტორთან – 8 -10 ქულა
·         სტუდენტი უმეტესად მომზადებულია ლექციისთვის, წაკითხული აქვს მასალა, შესრულებული აქვს დავალებებლი, უმეტესად ადექვატურად პასუხობს შეკითხვებს და აქტიურად ჩართულია დისკუსიაში, უმეტესად ჩართულია ელექტრონულ კომუნიკაციაში ლექტორთან- 5-7 ქულა
·         სტუდენტი ცუდად არის მომზადებული ლექციისთვის, წაკითხული არ აქვს მასალის ძირითადი ნაწილი, დავალებები მხოლოდ ნაწილობრივ აქვს შესრულებული, მისი პასუხები იშვიათად იყო ადექვატური და იშვიათად ერთვებოდა დისკუსიებში, იშვიათად ერთვებოდ ელექტრონულ კომუნიკაციაში ლექტორთან - 1-4 ქულა
·         სტუდენტი ყოველთვის მოუმზადებელია, არ აქვს წაკითხული მასალა, არ აქვს შესრულებული დავალებები, დისკუსიებში არასოდეს იღებს მონაწილეობას, - 0 ქულა
ელექტრონული პორტფოლიოს წარმოება  - 25
ბაკალავრს მოეთხოვება ელექტრონული პორტფოლიოს წარმოება, სადაც თავმოყრილი იქნება: ა) მათ მიერ სხვადასხვა წყაროებში დაძებნილი იმ უცხო სიტყვათა, ტერმინთა და ცნებათა განმარტება, რომელიც კურსის წაკითხვისას შეხვდებათ; ბ) განვლილი თემის გარშემო შეგროვილი ყველა მასალა, სხვადასხვა სახის დავალება, ჩანაწერები, კითხვები, შენიშვნები და ა.შ.
პორტფოლიო უნდა იყოს სტუდენტის მიერ დამოუკიდებლად და პერმანენტულად გაწეული მუშაობის შედეგი.


I კოლოქვიუმი - 20
I კოლოქვიუმი (პირველი შუალედური შეფასება) _ პირველ კოლოქვიუმში შეტანილი იქნება ტესტები (10 შეკითხვა) და ერთი პროექტი კურსის შინაარსში მოცემული პროექტებიდან. თითოეულ კითხვას ექნება ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან ერთი სწორია. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, მცდარი პასუხი კი - 0 ქულით.
სტუდენტები ასევე აკეთებენ ელექტრონულ ნაშრომს/ესსეს, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სტუდენტის მიერ ცოდნის ათვისების დონე და საკუთარი სიტყვებით გადმოცემის უნარი. ელექტრონულ ნაშრომის შეფასების რუბრიკა იხ. დანართში.

II კოლოქვიუმი  -20
II კოლოქვიუმი (მეორე შუალედური შეფასება) _ მეორე კოლოქვიუმში შეტანილი იქნება ტესტები (10 შეკითხვა) და ერთი პროექტი კურსის შინაარსში მოცემული პროექტებიდან. თითოეულ კითხვას ექნება ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან ერთი სწორია. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, მცდარი პასუხი კი - 0 ქულით.
სტუდენტები ასევე აკეთებენ ელექტრონულ ნაშრომს/ესსეს, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სტუდენტის მიერ ცოდნის ათვისების დონე და საკუთარი სიტყვებით გადმოცემის უნარი. ელექტრონულ ნაშრომის შეფასების რუბრიკა იხ. დანართში

III კოლოქვიუმი(შემაჯამებელი) - 25
 შემაჯამებელ კოლოქვიუმში შეტანილი იქნება ტესტები (25 ტესტი) თითოეულ კითხვას ექნება ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან ერთი სწორია. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, მცდარი პასუხი კი - 0 ქულით.


ქულების გადანაწილება შეფასების სისტემაში
(A)       91-100 ფრიადი
(B)       81-90 ძალიან კარგი
(C)       71-80 კარგი
(D)       61-70 საშუალო
(E)       51-60 დამაკმაყოფილებელი
(FX) 41-50 არადამაკმაყოფილებელი, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება
(F)        0-40 სრულიად არადამაკმაყოფილებელი, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

კრედიტის მინიჭების წინაპირობაა სტუდენტის მიერ 51-დან 100 ქულამდე დაგროვება.