Monday, June 25, 2012

შემაჯამებელი სამუშაო

25 ივნისს 17 საათზე ჩატარდება კურსის შემჯამებელი სამუშაო. დავალებაში შესაძლო მისაღები ქულების მაქსიმუმი 25-ია.

წარმატებას გისურვებთ.

Monday, June 4, 2012

Skoool საქართველო

Youtube და Windows movie maker-თან შეხების შემდეგ შეგვიძლია გავეცნოთ  Skoool-საქართველოს.


***

Skoool საქართველო არის Intel®–ის მიერ წამოწყებული ინიციატივა რომელიც, უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ ინოვაციური, ინტერაქტიული და ძალიან საინტერესო სასწავლო პროგრამები.
Skoool საქართველო გთავაზობთ საგანმანათლებლო რესურსებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში ზოგადი განათლების სამივე საფეხურისათვის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო)..
Skoool საქართველო არის სპეციალურად მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ადაპტირებული რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების პროცესს.
სასწავლო ერთეულები განაწილებულია საფეხურების (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) მიხედვით. თუმცა, მასწავლებელმა ნებისმიერი აქტივობა საგაკვეთილო საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება გამოიყენოს მითითებულისგან განსხვავებულ კლასებშიც..


http://skoool.emis.ge/main.php

Monday, May 21, 2012

Tuesday, April 24, 2012

სტუდენტების ბლოგების ბმულები

ძვირფასო სტუდენტებო თქვენს მიერ შექმნილი პორთფოლიოების (ბლოგების) ბმულები განთავსდება გვერდზე http://eduprojects12.blogspot.com/p/blog-page_19.html. თქვენი გვერდის შინაარსის განახლების შემთხვევაში ბმულს განახლება არ დასჭირდება (მხოლოდ თუ შეცვლით).
წარმატებები.

პავლე

Sunday, April 22, 2012

პორტფოლიოები

ძვირფასო სტუდენტებო, ორშაბათიდან ვიწყებთ პირადი პორტფოლიოს ბლოგის წარმოებას. გთხოვთ გაეცნოთ ბლოგის შექმნის ინსტრუქციას და მისი შეფასების რუბრიკას.

ორშაბათს საშუალება გექნებათ შექმნათ ბლოგი და გაუზიაროთ სტუდენტებს და ლექტორს.

წარმატებებს გისურვებთ.
პავლე

Thursday, April 19, 2012

პირველი ტესტი და ესე

გილოცავთ პირველი ტესტის და ესეს წარმატებით გავლას.

მათ, ვინც ტესტი და ესე გამოტოვეთ , გთხოვთ გაარკვიოთ დეკანატში რა გჭირდებათ: ოფიციალური წერილი, განცხადება... თუ სხვა.
გთხოვთ შემატყობინოთ ოფიციალური პასუხი, რაც შეიძლება სწრაფად.

პავლე თვალიაშვილი

Tuesday, March 6, 2012

მოგესალმებით

მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო, მოხარული ვარ, რომ შეარჩიეთ კურსისასწავლო პროექტები და საინფორმაციო ტექნოლოგიები

გაცნობებთ, რომ კურსის გასავლელად აუცილებელი წინაპირობაა თქვენ კურსის დაწყებამდე იცოდეთ:

საოფისე პროგრამები : Windows, Word, Excel, PowerPoint ან შესაბამისი ღია პროგრამები (linux)

ინტერნეტის მოხმარება: ბროუზერი, ელ-ფოსტა;

გქონდეთ საკუთარი ელ-ფოსტა gmail.com-ზე (და არა mail.ru, ან რომელიმე სხვა) და იყენებდეთ მას, შეგეძლოთ ინტერნეტში მუშაობა (ძიება და მარტივი ოპერაციების შესრულება);

უნდა შეგეძლოთ კვირაში მინიმუმ 6 საათი იმუშაოთ კომპიუტერთან დამოუკიდებლად ან ჯგუფში (სახლში ან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში).

უნდა გქონდეთ ყოველდღიური ხელმისაწვდომობა ინტერნეტთან;

სასურველია გავლილი გქონდეთ კურსი ”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დაწყებით სკოლაში”.

რადგან კურსი არ ითვალისწინებს კომპიუტერზე მუშაობის შესწავლას, ამ ცოდნის გარეშე შეუძლებელი იქნება კურსის სრულყოფილად გავლა.

თუ არ გაქვთ საკუთარი gmail.com ფოსტა, დაარეგისტრირეთ, რეგისტრაცია უფასოა.


გთხოვთ დამიდასტუროთ, რომ მიიღეთ ჩემი გზავნილი. გამომიგზავნეთ წერილი ელ. ფოსტაზე: pavle_tvaliashvili@iliauni.edu.ge -ზე,

გთხოვთ ამავე წერილში მომწეროთ თქვენს შესახებ, ასევე რას ელოდებით ამ კურსისგან, როგორ აპირებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

მათთან ვინც დარჩება ჯგუფში, საშუალება გვექნება გავეცნოთ, როგორ განვახორციელოთ სასწავლო პროექტები და გამოვიყენოთ საინფორმაციო ტექნოლოგიები ამ პროექტების ეფექტიანად შესასრულებლად.


წარმატებებს გისურვებთ,
პატივისცემით,

პავლე თვალიაშვილი
www.pavle.site.ge
pavle_tvaliashvili@iliauni.edu.ge