Tuesday, March 6, 2012

მოგესალმებით

მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო, მოხარული ვარ, რომ შეარჩიეთ კურსისასწავლო პროექტები და საინფორმაციო ტექნოლოგიები

გაცნობებთ, რომ კურსის გასავლელად აუცილებელი წინაპირობაა თქვენ კურსის დაწყებამდე იცოდეთ:

საოფისე პროგრამები : Windows, Word, Excel, PowerPoint ან შესაბამისი ღია პროგრამები (linux)

ინტერნეტის მოხმარება: ბროუზერი, ელ-ფოსტა;

გქონდეთ საკუთარი ელ-ფოსტა gmail.com-ზე (და არა mail.ru, ან რომელიმე სხვა) და იყენებდეთ მას, შეგეძლოთ ინტერნეტში მუშაობა (ძიება და მარტივი ოპერაციების შესრულება);

უნდა შეგეძლოთ კვირაში მინიმუმ 6 საათი იმუშაოთ კომპიუტერთან დამოუკიდებლად ან ჯგუფში (სახლში ან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში).

უნდა გქონდეთ ყოველდღიური ხელმისაწვდომობა ინტერნეტთან;

სასურველია გავლილი გქონდეთ კურსი ”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დაწყებით სკოლაში”.

რადგან კურსი არ ითვალისწინებს კომპიუტერზე მუშაობის შესწავლას, ამ ცოდნის გარეშე შეუძლებელი იქნება კურსის სრულყოფილად გავლა.

თუ არ გაქვთ საკუთარი gmail.com ფოსტა, დაარეგისტრირეთ, რეგისტრაცია უფასოა.


გთხოვთ დამიდასტუროთ, რომ მიიღეთ ჩემი გზავნილი. გამომიგზავნეთ წერილი ელ. ფოსტაზე: pavle_tvaliashvili@iliauni.edu.ge -ზე,

გთხოვთ ამავე წერილში მომწეროთ თქვენს შესახებ, ასევე რას ელოდებით ამ კურსისგან, როგორ აპირებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

მათთან ვინც დარჩება ჯგუფში, საშუალება გვექნება გავეცნოთ, როგორ განვახორციელოთ სასწავლო პროექტები და გამოვიყენოთ საინფორმაციო ტექნოლოგიები ამ პროექტების ეფექტიანად შესასრულებლად.


წარმატებებს გისურვებთ,
პატივისცემით,

პავლე თვალიაშვილი
www.pavle.site.ge
pavle_tvaliashvili@iliauni.edu.ge